![]() |
მისამართი: პეკინის გამზირი №39 ტელეფონი: +995 32 / 238 02 02; 237 08 73 ვებ-გვერდი: www.turi.ge ელ. ფოსტა: info@turi.ge |
|||
![]() |
კომპანია "ტური ჯი" დაარსდა 2010 წელს, ჯგუფის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ტურისტულ სეგმენტში მრავალი მიმართულებით და სწორედ ამიტომ პროექტი "ტური ჯი" წარმოადგენს საინტერესო პროდუქტს ტურისტულ ბაზარზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს მრავალი წლის პროფესიონალური გამოცდილება და ტურისტული სფეროს პრობლემატიკის ზუსტი ცოდნა. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომპანია "ტური ჯი",
თავისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის კომპანიაა, რომელიც დამსვენებელს
სთავაზობს კარგად ორგანიზებულ, ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქტებს ყველა
იმ წვრილმანის გათვალისწინებით, რაც თან ახლავს მოგზაურობას. კომპანიის პროგრამული განყოფილება ეწევა სამუშაოებს, რომ დამსვენებლები მაქსიმალურად მოქნილად და მყისიერად გაეცნონ და ისარგებლონ ყველა იმ პროდუქციით, რომელიც იგეგმება მომხმარებლისთვის, ხოლო პარტნიორები დარჩნენ კმაყოფილნი მოქნილი საპარტნიორო სისტემით. "ტური ჯი" ვეპატიჟებით ყველა ოპერატორს, სასტუმროს და ტურისტულ კომპანიას სათანამშრომლოდ. მგზავრებს კი ვთავაზობთ ისარგებლონ ამ მრავალფეროვანი პროდუქციით. |