ახალი ამბები
დღის შემოთავაზება!!!
საახალწლო საჩუქარი!
კალათბურთის ქომაგებისთვის და არა მარტო
კალათბურთის ქომაგებისთვის ექსკლუზიური მოგზაურობა ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში, 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, სადაც იმართება ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.
სულ 20 ადგილი და პირველ 20 მსურველს საშუალება ექნება იმგზავროს პირდაპირი ჩარტერული რეისით კალათბურთის ნაკრებთან, მხარდაჭერის და კულტურის ქართულ დელეგაციასთან ერთად, დაესწროს ჩემპიონატის ყველა თამაშს და რაღა თქმა უნდა დატკბეს როგორც ლიტვის ამ ულამაზესი ქალაქის მრავალი ხიბლით, ასევე სუხიშვილების ანსამბლის გამოსვლებით და კლაიპედაში გამართული ქართული დღით.
ტურის ღირებულება იწყება 1299 €-დან და ითვალისწინებს მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას, ჩემპიონატის ყველა მატჩზე დასასწრებ აბონიმენტს და ვიზას.
მხიარულ მოგზაურობას გისურვებთ "ტური ჯი"
ექსკლუზიური სასტუმროები ექსკლუზიურ ფასად
Pegasus Airlines
უკვე დღეიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ პაკეტები "Pegasus Airlines"-ის ფრენების განრიგით.
და არა მხოლოდ ანტალიის მიმართულებით. ასევე ბოდრუმის, კუშადასის, პარიზის, რომის, მილანის, ამსტერდამის, ვენის, სოფიის და კიდევ სხვა ყველა მიმართულებით, სადაც დაფრინავს პეგასუს ერლაინსი.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ "turi.ge"
საუკეთესო ფასის გარანტია!!!
განსაკუთრებული ინტერესის გამო ანტალიის რეგიონისადმი, ჩვენ მივაღწიეთ კონტრაქტებს საუკეთესო პირობებით 20-ზე მეტ პროვაიდერთან, რომელთა ღირებულებებიც ცოცხალ რეჟიმში მიეწოდება კომპანიის მონაცემთა ბაზებს და “best-buy” სისტემით იფილტრება, ამიტომ როგორც არჩევანი, ასევე ღირებულება განსაკუთრებით ამ რეგიონში გვაქვს შეუდარებელი.
სწორედ ამიტომ ვიძლევით "საუკეთესო ფასის გარანტიას" რაც გულისხმობს, რომ თუ საგზურის დაჯავშნამდე, ან დაჯავშნის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, სხვა რესურსზე იდენტურ სასტუმროს უკეთეს ფასად აღმოაჩენთ, თქვენ შესაბამისად შეგისწორდებათ ღირებულება, ან თანხა მთლიანად დაგიბრუნდებათ უკან.
შეუდარებელი ცხელი ტური ”კერა თრეველ”-ისგან და ”ტური ჯი”-სგან
”კერა თრეველი” და ”ტური ჯი” ცხელი ტურების ყველა მოყვარულს გთავაზობთ ”ცხელ 36”-ს.
05-14 სექტემბრის რეისზე, 36 ავიაბილეთი, შეუდარებელ 136 €-დ, 36 საათით ადრე გამგზავრებამდე გავხსენით ბოლო წუთის ტურების მოყვარულთათვის. გადაწყვიტეთ, შეარჩიეთ, დაჯავშნეთ და გაემგზავრეთ ანტალიაში 10 დაუვიწყარი დღის გასატარებლად.
ყველას შეგეძლებათ შეარჩიოთ ტური თქვენი გემოვნების და ბიუჯეტის მიხედვით, რადგან 10 დღიანი პაკეტების ღირებულება 199 €-დან იწყება.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას, ”კერა თრეველი” და ”ტური ჯი”
ხავერდოვანი სეზონი ანტალიაში
სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ”ტური ჯი” ეპატიჟება ყველას ანტალიის ულამაზეს სანაპიროებზე ხავერდოვანი სეზონის გასატარებლად, ექსკლუზიური ჩარტერული პროგრამით და ექსკლუზიური ფასებით.
იმგზავრეთ 5, 14, 19 და 29 სექტემბრის ჩარტერული რეისებით და დაისვენეთ იდეალური ფასის და კლიმატის პირობებში.
საგზურის შეძენა შეგიძლიათ ”კერა თრეველში”, ”ტური ჯი”-ში და ყველა ჩვენ პარტნიორ კომპანიასთან.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ - ”ტური ჯი”.
ჩვენ ეს შევძელით!
ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით ერთადერთი შუამავალი თქვესა და სასტუმროს შორის, 190 ქვეყანაში.
დღეიდან ”ტური ჯი” გთავაზობთ არა უბრალოდ დასვენებას, არამედ დასვენებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადრე მიუღწეველ ფასად. თანაც თქვენ განკარგულებაშია უკვე 100 000 სასტუმროს პირდაპირი ბლოკები, on-line რეჟიმში, წამიერი დადასტურებით, და მათი რიცხვი დღითი-დღე მატულობს.
შეარჩიეთ კომფორტულად, დაჯავშნეთ მომენტალურად, დაზოგეთ თანხა და იმოგზაურეთ უსაზღვროთ ”ტური ჯის” მეგზურობით.
იმგზავრეთ უფასოდ!
გიმგზავრიათ როდესმე თითქმის უფასოდ?
ჩვენგან ივლისის შუა რიცხვებამდე 95 ევროდ იმგზავრებთ ანტალიაში.
უკვე დღეიდან შეარჩიეთ და დაჯავშნეთ სასურველი ტური არნახულად დაბალ ფასებში. 240 დოლარიდან მგზავრობა თვითმფრინავით, დახვედრა-გაცილება და 1 კვირა დასვენება "All Inclusive" სასტუმროებში.
მხიარულ არდადეგებს გისურვებთ ”ტური ჯი”.
ცხელი ბილეთები ცხელ სეზონზე!
ჩვენთან უკვე ”სილკ ვეის” ავიაბილეთებიც 120 ევროდან! მთელი ივნისი!
ივნისის ყველა რეისზე ”სილკ ვეის” ავიარეისებით დღეიდან ”ტური ჯი” კიდევ უფრო მიმზიდველ ფასებს გთავაზობთ, რადგან უფროსებისთვის 135 ევროდ, ხოლო მოზარდებისთვის 120 ევროდ გთავაზობთ მგზავრობას.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ნუ გადადებთ, გაეცანით, შეარჩიეთ და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი მოგზაურობა როგორც ჩვენთან, ასევე ”ტური ჯის” ყველა ავტორიზებულ პარტნიორთან.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ ”ტური ჯი”
ახალი ჩარტერული რეისები!
”დეკა თრეველმა” და ”ტური ჯიმ” დანიშნა ერთობლივი ჩარტერული რეისები ანტალიის, ბოდრუმის, მარმარისის, ფეტიეს და კუშადასის მიმართულებით. 25 ივნისიდან რეისების გაშლილი ბადე განსაკუთრებით იმათ გაახარებს, ვინც წელს ბიუჯეტური და ბოლო წუთის ტურებით აპირებს სარგებლობას.ავტობუსის ეს რეისები თავისი ღირებულების გარდა გამოირჩევა აგრეთვე იმით, რომ ტრანსპორტის გამოცვლის გარეშე, პირდაპირ მგზავრობთ ბოდრუმში, მარმარისში, ფეტიესში და კუშადასში, რომლებიც დასვენების და გართობის თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდებიან ხმელთაშუა ზღვის კურორტებს, აგრეთვე მეგზურად გეყოლებათ ქართველი გამცილებლები, რომლებიც მეტ კომფორტს შეგიქმნიან მგზავრობისას.რეისების შეძენა შეგიძლიათ როგორც ”დეკა თრეველის” და ”ტური ჯის” ოფისებში, ასევე ყველა ჩვენ პარტნიორ კომპანიაში. გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.
Sky Georgia-მ ახალი რეისები დანიშნა
ავიაკომპანია Sky Georgia-მ ახალი რეისები დანიშნა ბათუმის, თეირანის, აკტაუს, დონეცკის და ოდესის მიმართულებით.უკვე მაისის ბოლოდან შეგიძლიათ იმოგზაუროთ ამ მიმართულებებით Sky Georgia-სთან ერთად.გაეცანით, დაჯავშნეთ, შეიძინეთ და იმოგზაურეთ "ტური ჯი"-სთან და ”სკაი ჯორჯია”-სთან ერთად.
ზაფხულის სეზონი დაიწყო!
2010 წლის ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, კომპანია "ტური ჯი" გეგებებათ განახლებული ვებ-გვერდით და ახალი ოფისით.
Online ინტერნეტ სისტემა, მაღალკვალიფიციური ოპერატორები და უახლესი ცხელი შემოთავაზებები, დაგეხმარებათ მაქსიმალურად კომფორტულად შეარჩიოთ და დაჯავშნოთ თქვენთვის სასუსრველი მოგზაურობა.
გვადევნეთ თვალი, დაგეგმეთ დასვენება ინტერნეტით, მიიღეთ კონსულტაციები პროფესიონალ ოპერატორებთან ჩვენს ოფისში, აგრეთვე "ტური ჯი"-ს ავტორიზებულ პარტნიორებთან და დაისვენეთ "ტური ჯი"-ს მეგზურობით!