საპარტნიორო პროგრამა სააგენტოებისთვის და სასტუმროებისთვის


კომპანია "ტური ჯი" ეპატიჟება ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს სათანამშრომლოდ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობით არის შესაძლებელი დიდი წარმატების მიღწევა. "ტური ჯი" მომხმარებლებს სთავაზობს მრავალ პროდუქტს, მათ შორის ექსკლუზიურებსაც და სათანმშრომლოდ გეპატიჟებით ნებისმიერ სეგმენტში.

სასტუმროებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის:

"ტური ჯი", როგორც HotelsPro-ს გაყიდვების გენერალური სააგენტო (GSA) და მენეჯმენტის რეგიონალური კომპანია (DMC), ანხორციელებს სათანამშრომლო პროგრამას ტურისტულ კომპანიებთან და სასტუმროებთან.

HotelsPro - ეს ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოგზაურობის მებითუმეა, რომელიც აკავშირებს სასტუმროებს, ტურისტულ სერვისებს და ტურისტულ კომპანიებს ერთმანეთთან. HotelsPro - ესაა:

   * 250 000 სასტუმროს ბლოკ-ადგილები 190 ქვეყანაში.

   * 1 200 ვებსაიტი და 21 000 სააგენტო ერთ ქსელში.

   * 100 000 გაყიდული ღამე/ნომერი კვირაში.

   * ძალიან მოქნილი სადაჯავშნო და საკონსულტაციო პლატფორმა ტურისტული კომპანიებისთვის.

HotelsPro-სთან თანამშრომლობით იგებს ყველა. სასტუმროებისთვის, ესაა მომენტალურად მსოფლიო გაყიდვების ქსელში მოხვედრა და გაყიდვების სწრაფი ზრდა. კომპანიებისთვის, ესაა მოქნილი სისტემა იაფი ფასებით და უდიდესი არჩევანით.

ტურისტული კომპანიებისთვის:

turi.ge ეს არის პრიველ რიგში სისტემა "best buy", როგორც B2C, ასევე B2B მოხმარებისთვის. განსაკუთრებით ისეთ პოპულარულ მიმართულებაზე, როგორიცაა თურქეთის საზღვაო კურორტები, ეგვიპტე და სხვა, კომპანიას ცოცხალ რეჟიმში 20-ზე მეტი მსხვილი პროვაიდერი აწვდის თავის პროდუქციას, რომელიც სორტირდება მინიმალური ფასის მიხედვით და ამიტომ შეთავაზებული როგორც ღირებულება, ასევე არჩევანი არის შეუდარებელი.

- "ტური ჯი", როგორც ტურ-ოპერატორი, მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ პაკეტებს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების კურორტებზე, როგორც თვითმფრინავით, ასევე ავტობუსით.

- "ტური ჯი", როგორც ტურ-ოპერატორი, 2011 წლის ივლისიდან მომხმარებელს შესთავაზებს ექსკლუზიურ ჩარტერულ პროგრამას და პაკეტებს შეუდარებელ ფასად ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე - კუნძულ ტენერიფეზე.

დაგვიკავშირდით:

ამ, და სხვა ნებისმიერი სერვისისთვის და პროდუქტისთვის გვაქვს შემუშავებული მიმზიდველი საპარტნიორო პროგრამა ტურისტული კომპანიებისთვის და სასტუმროებისთვის. პირობების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: info@turi.ge